| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება. სესხის გამცემი სუბიექტის ცნება ფართოვდება და ეროვნული ბანკის მანდატიც ზედამხედველობასთან დაკავშირებით ფართოვდება.
არსებული კანონით, სესხის გამცემი სუბიექტის ცნება არეგულირებს მხოლოდ საკრედიტო/სასესხო ურთიერთობებს. სებ-ში მიიჩნევენ, რომ ამან გამოიწვია ბაზარზე დაურეგულირებელი სფეროების გაჩენა, ცალკეული პირების მიერ სესხის გამცემი სუბიექტის რეგულირებისათვის თავის არიდების მიზნით.
„მნიშვნელოვანია გაფართოვდეს სესხის გამცემი სუბიექტის ცნება, რათა აღნიშნულმა მოიცვას არა მხოლოდ სესხის/კრედიტის გამცემი პირების საქმიანობა, არამედ ისეთი ურთიერთობებიც, რომელიც თავისი შინაარსიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, საკრედიტო ურთიერთობას წარმოადგენს“, - განმარტავენ კანონპროექტის ავტორები.
კანონპროექტით, ეროვნული ბანკის ზედამხედველობას უნდა დაექვემდებაროს სალიზინგო კომპანიებიც, რომლებიც გასცემენ ლიზინგს. სებ-ის ფუნქციები ამ კუთხით უნდა გავრცელდეს უკანონო შემოსავლის ლაგალიზაციის აღკვეთის ღონისძიებებზეც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss