ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
Covered Bond-ის გამოშვება შესაძლებელი ხდება
ნინო კვინტრაძე
4 თებერვალი, 2020, 12:31
Covered Bond-ის გამოშვება  შესაძლებელი ხდება

თბილისი (GBC) -საქართველოში არ არსებობს სპეციალური საკანონმდებლო რეჟიმი, რომელიც დაარეგულირებდა უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვებას. სწორედ ამიტომ წელს ახალი კანონპროექტის ინიცირება იგეგმება, რომლის საფუძველზე საქართველოში შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილი ობლიგაციის სპეციალური სახის, Covered Bond-ის გამოშვება, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე კეთილსაიმედო საბანკო პროდუქტად ითვლება. 

Covered Bond-ების უზრუნველყოფა ხდება კომერციული ბანკის კრედიტორული მოთხოვნებით (ძირითადად, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხებით), რომლებიც კანონის ძალით გაიმიჯნება ბანკის სხვა აქტივებისგან და რომელთა იძულებით აღსასრულებლად მიქცევაც მხოლოდ ობლიგაციონერების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იქნება შესაძლებელი. 

კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ  ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი ობლიგაცია მაქსიმალურად დაიცავს ინვესტორის ინტერესებს, ხოლო, მეორე მხრივ, კომერციულ ბანკს მისცემს წვდომას ალტერნატიულ ლიკვიდურ სახსრებზე, რომლებსაც იგი გამოიყენებს სესხების გასაცემად და სხვა ოპერაციების დასაფინანსებლად. 

კანონპროექტით, ასევე შესაძლებელი იქნება კომერციული ბანკების თანამონაწილეობით სპეციალური სუბიექტის - რეფინანსირების კომპანიის ჩამოყალიბება, რომელსაც შეეძლება უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება კომერციული ბანკების კრედიტორული მოთხოვნების (სესხების) აკუმულირების საფუძველზე. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები