ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სადაზღვევო სექტორს იდუმალი მყიდველი გააკონტროლებს
ნინო კვინტრაძე
4 თებერვალი, 2020, 11:47
სადაზღვევო სექტორს იდუმალი მყიდველი გააკონტროლებს

თბილისი (GBC) -დაზღვევის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, იზრდება დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება.  

კანონპროექტით, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს მოთხოვნები/გამოსცეს რეკომენდაციები:  მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების სისტემების მიმართ; 

ასევე, მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ დაზღვევის ხელშეკრულებების ელექტრონულად (დისტანციურად) დადების და მომსახურების პროცესის მიმართ; 

კანონპროექტით, ზედამხედველს ენიჭება უფლება დაადგინოს მოთხოვნები მზღვეველის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი აუთსორსინგის მიმართ, მათ შორის, ძირითად საქმიანობაში გამოყენებული ინფორმაციული სისტემების აუთსორსინგული ხელშეკრულებების მიმართ და მათი სამსახურთან შეთანხმების წესი. 

კიდევ ერთი სიახლე "იდუმალი მყიდველის“ ფუნქციას ეხება. კერძოდ, რეალურ დროში დაკვირვების ფართოდ გავრცელებული მეთოდის - „იდუმალი მყიდველის“ გამოყენების დაშვება და რეგლამენტირება იგეგმება. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები