| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქმიანობის გეგმა გამოქვეყნა. პარლამენტში ამ პერიოდში მთავრობის მიერ ინიცირებული 100-ზე მეტი კანონქვემდებარე აქტის განხილვა იგეგმება.
გეგმაშია ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაც. მათ შორისაა:
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ კანონი: კანონი ვრცელდება ყველა სახის ნარჩენზე, რომელიც კვეთს საქართველოს საზღვარს (იმპორტი, ექსპორტი ან ტრანზიტი).
ფოსტის შესახებ კანონი: კანონის პროექტი ადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფოსტის სფეროში საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს და ძირითად პრინციპებს.
ელექტრონული კომერციის შესახებ კანონპროექტი: კანონპროექტის თანახმად, დარეგულირდება, საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ამ მომსახურების გამწევი და მიმღები პირების პასუხისმგებლობა.
საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი: ახალი კანონით მოხდება არსებული კანონის გაუქმება. კანონის პროექტი ადგენს რეგულირებადი და ალტერნატიული ფონდების სახეებს.
ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ კანონი: კანონის პროექტი აჩენს ანგარიშის მწარმოებლის ცნებას, რომელიც ქმნის შესაბამის იერარქიას ფასიანი ქაღალდის ფლობასთან დაკავშირებულ უფლებებზე.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონი: კანონპროექტის მომზადების საჭიროება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულმა ხარვეზებმა განაპირობა.
მეწარმეთა შესახებ კანონი: „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტი მიზნად ისახავს ამ სფეროში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებას, მოქმედ კანონში არსებული დაურეგულირებელი საკითხების მოწესრიგებას და ბიზნეს გარემოსთვის უფრო მოქნილი და ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
დასაქმების შესახებ კანონი: საქართველოს კანონი „დასაქმების შესახებ“ განსაზღვრავს დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ეკონომიკურ, სოციალურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს და არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა დასაქმებასთან დაკავშირებულ პროცესში დამსაქმებელს, სამუშაოს მაძიებელსა და სახელმწიფოს შორის.
საშემფასებლო საქმიანობის შესახებ კანონი: უდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტი.
საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტი: მიღებული კანონპროექტი იქნება ერთიანი და მასში მოქცეული იქნება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი საკითხი და დარგი, კერძოდ, სტანდარტული საჯარო შესყიდვები, საჯარო შესყიდვები კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების სფეროში, საჯარო შესყიდვები თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის წესი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss