ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თურანი: თურქული ბიზნესისთვის საქართველოში პრობლემა არ არსებობს
3 თებერვალი, 2020, 17:04
თურანი: თურქული ბიზნესისთვის საქართველოში პრობლემა არ არსებობს

თბილისი (GBC) თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური, სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს, - ამის შესახებ ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა  ოსმან თურანმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ზოგადი ბიზნეს გარემო და ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ინვესტიციების საკითხები.

„მადლობელი ვარ, რომ ჩვენი ასოციაცია პირველად ესწრება ამ შეხვედრას.  ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა გასულ კვირას საკითხები გადმოაგზავნა და დღეს ეს თემები განვიხილეთ.  ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ყველა საკითხი განვიხილეთ. აქ არ განიხილებოდა თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობები. განვიხილეთ ზოგადი ბიზნეს გარემო. აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებზე ენერგეტიკის სფეროში. იყო შეფერხება ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშრებით და შესაბამისმა სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ შესაბამის ზომების მიიღებენ.  თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური, სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს“, - განაცხადა ოსმან თურანმა.  

 

ინვესტორთა საბჭოს სხდომა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები