ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ენერგო-პრო მესტიაში ელექტროენერგიის დამტაცებლებს ქსელიდან ვერ ხსნის
30 იანვარი, 2020, 15:10
ენერგო-პრო მესტიაში ელექტროენერგიის დამტაცებლებს ქსელიდან ვერ ხსნის

თბილისი (GBC) - ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, მესტიის რაიონის ელექტროენერგიის მომხარებამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოხმარება თითქმის გასამმაგებულია. ზრდა გასულ წლებშიც აღინიშნა,  თუმცა ბოლო 6 თვეში კრიტიკულია.

კომპანიის ცნობით, 2019 წლის დეკემბრში, მესტიიამ  იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რაც იმავე პერიოდში, ერთად აღებულმა 19 რაიონის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებმა ( ამბროლაური, ასპინძა, ონი, თიანეთი, დმანისი, აბაშა, ხარაგაული, ვანი, ჩხოროწყუ, ცაგერ, ლენტეხი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ჩოხატაური, ბაღდათი, ქედა, შუახევი, წალკა, ხონი).

„ელექტროენერგიის ესოდენ გაზრდილი მოხმარება, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქსელის მდგომარეობას და მომხმარებელთა უსაფრთხოებას. იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი ძაბვის არაერთი ქვესადგური თუ მაღალი ძაბვის ხაზი დატვირთულია 100% და მეტით, აშკარაა იმის საფრთხე, რომ მოხდეს მათი მწყობრიდან გამოსვლა, რაც ავტომატურად გამოიწვევს მესტიაში ათასობით აბონენტის ენერგომომარაგების ხანგრძლივ შეზღუდვას“, - განმარტავენ კომპანიაში.

კომპანიაში წარმოებული ანალიზი ადასტურებს, მოხმარების დრამატული ზრდის მიზეზი არის კრიპტივალუტის მწარმოებელი, საშუალო თუ მცირე, ფერმების მესტიაში გადატანა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვალუტის ღირებულების შემცირების გამო, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება კომპანიის სხვა მომსახურების ცენტრებში.

„მიუხედავად მცდელობისა, კომპანია ვერ ახერხებს, მესტიის რაიონში განახორციელოს საბალანსო აღრიცხვის წრედების დამონტაჟება, რაც მარტივად უზრუნველჰყოფდა გაზრდილი მოხმარების კონტროლს და ქსელზე არალეგალურად მიერთებული მომხმარებლების გამოვლენას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე აცხადებს, რომ კომპანია განაგრძობს ანალიზს, დაკვირვებას და კონკრეტული ქმედებების განხორციელებას ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლისა თუ მასშტაბური ავარიების პრევენციის მიზნით.

 კომპანია ამუშავებს კომპლექსურ გეგმას, მდგომარეობის გამოსწორებისთვის.

„შეგვიძლია დავასკვნათ რომ კრიზისიდან უკვე გამოვედით, რეგიონი სტაბილურად მარაგდება ელექროენერგიით, შეუფერხებლად მიმდინარეობს საკურორტო სეზონი, თუმცა მდგომარეობის სრულად დასტაბილურებას კიდევ სჭირდება მოქმედება. აუცილებლად მოწესრიგდება ყველა კომერციული მომხმარებლის მრიცხველი, აგრეთვე განხორციელედება საბალანსო აღრიცხვის წრედების მონტაჟი სატრანსფორტმატორო პუნქტებზე, რათა მომავალში უფრო მარტივად მოხდეს კრიპტოვალუტის მწარმოებელი თუ კომრციული ორგანიზაციების მიერ არალეგალური მოხმარების აღმოჩენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება“, - განმარტავენ ენერგო-პრო-ში.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები