| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმე გაიხსნა.
მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა, კრედიტორთა პირველი კრება კი, 25 თებერვალს გაიმართება.
კომპანია წლებია აღარ ფუნქციონირებს. მისი 70% სახელმწიფოს, 30% კი, ვირჯიანიაში
რეგისტრირებულ „ლუქსორ კაპიტალ კორპ“-ს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, 2017 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ლატარიის ჩატარების
უფლება ახალმა კომპანიამ მიიღო. "ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერის“ („ჯი ენ ელ“), რომელიც ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიასთან აფილირებული
კომპანიაა, ლატარიის ჩატარების უფლება 10 წლით აქვს გადაცემული.
წინა, „საქართველოს ლატარიის
კომპანია" ბაზარზე 2009 წელს შემოვიდა. 2011 წლის 9 აგვისტოს კი, ვირჯინიის
კუნძულებზე დარეგისტრირებულმა „ლექსორ კაპიტალ კორპ"-მა, რომელიც
იმ დრომდე კომპანიის 100%-ს ფლობდა, სახელმწიფოს სასარგებლოდ 70% წილი
ოფიციალურად დათმო.
2016 წელს ცნობილი გახდა, რომ
კომპანია ვალდებულებებით იყო დამძიმებული. კერძოდ, 2015 წლის 30
სექტემბრის მდგომარეობით კომპანიის აქტივები - 17 596 825 ლარი იყო , ამავე
პერიოდისთვის ვალდებულებების მოცულობა 217 213 829 ლარს შეადგენდა, აქედან სახელმწიფო
ბიუჯეტის მიმართ 216 318 937 ლარის ოდენობით
დავალიანება ფიქსირდებოდა(მ.შ: საურავი შეადგენს 62 634 927 ლარს). რა ოდენობის დავალიანება აქვს ამჟამად
კომპანიას უცნობია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss