ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თამბაქოზე აქციზის ზრდა ინფლაციაზე არ იმოქმედებს
29 იანვარი, 2020, 13:07
თამბაქოზე აქციზის ზრდა ინფლაციაზე არ იმოქმედებს

თბილისი (GBC) - „საზოგადოება და ბანკებისთვის“ ეროვნული ბანკის მიღებული გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შენარჩუნებაზე მოულოდნელი არ იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, ვინაიდან, იანვრის ინფლაციის მაჩვენებელი უცნობია, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია მარეგულირებლის მხრიდან მკვეთრი ზომებისგან თავის შეკავება.

"თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდის ეფექტი 2020 წელს ინფლაციაზე გავლენას აღარ ახდენს, ლარის გაცვლითი კურსი კი ბოლო პერიოდში  მეტ-ნაკლებად სტაბილურია და ძლიერი რყევებით არ გამოირჩევა. ასევე, დადებითია საგარეო ფაქტორების დინამიკა (გაზრდილია ექსპორტი,  საერთაშორისო გზავნილების მაჩვენებელი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები)", - განმარტავენ საზოგადოებასა და ბანკებში. 

ორგანიზაცია მომდევნო პერიოდში ეროვნული ბანკისგან გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ელის, თუმცა მიიჩმევს, რომ მნიშვნელოვანია იანვრის ინფლაციის მაჩვენებლის მონიტორინგი, თუ რამდენად ახლოს იქნება 2020 წლის სამიზნე მაჩვენებელთან და შესაბამისი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები