| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხზე საპროცენტო განაკვეთი 116 100 მომხმარებელს არ გაეზრდება.
საზოგადოება და ბანკების მონაცემებით, სწორედ ამ რაოდენობის მომხმარებელს აქვს 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6,147 მლრდ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 1800-ით, მთლიანი პორტფელი - 6,060 მლრდ-დან 6,147 მლრდ ლარამდე.
116100 ხელშეკრულებიდან 32800 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა - 789 მლნ ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 იანვრის მდგომარეობთ 15.30% შეადგინა.
პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 იანვრის მონაცემებით 43100 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.63%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1933.95 მილიონი ლარია.
36400 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 3186.55 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1095.85 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.13%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 იანვრის მონაცემებით 2090.70 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.89%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 იანვრის მონაცემებით 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 14.465 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 14.97%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 2800 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 78.174 მილიონი ლარია.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 იანვრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 43.15%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2643.44 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.18%-დან 12.49%-მდეა გაზრდილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss