| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი მერიის ნებართვას ელის ახალი სათაო ოფისის მშენებლობის დასაწყებად.
სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კონკურსით გამოვლენილმა კომპანიამ GLMV Architecture მერიის ურბანული განვითარების სამსახურს განაშენიანების რეგულირების გეგმის მისაღებად მიმართა და პასუხს ელის.
პროექტი 5 კომპანიამ წარადგინა, 4 ქართულია, 1 - ამერიკული („ქალაქპროექტი“, „არტსტუდიო-პროექტი“; „დეფანი არქიტექტურა“; „ნს სტუდიო“ და GLMV Architecture).
სებ-ი ძველი ოფისის გაყიდვასაც აპირებს და თანხის დამატებას. $16.4 მლნ-ად, იუსტიციის სახლში,7 წლის წინ ნაყიდი ეროვნული ბანკის (სებ) ოფისის ფასი (უძრავის ქონების გაძვირების გაუთვალისწინებლად) 01/2020-ის მდგომარეობით, 47.5 მლნ ლარია,ძირითადი მატერიალური აქტივის 80% (მიმდინარე ფასებში). 7 წლის წინ იყო ₾27 მლნ. ახალი ოფისის მშენებლობის სავარაუდო ბიუჯეტი ₾50 მილიონია.
სებ-ის ბალანსით, მის აქტივებში ძირითადი საშუალებები 59 მლნ-ს შეადგენს, საიდანაც 49 მლნ ლარამდე საოფისე უძრავი ქონებაა, გადაუფასებლად (თუ სებ-ის ოფისის 7 წლის წინანდელი ფასით ვიხელმძღვანელებთ).
სებ-ი $14 მლრდ-მდე აქტივებს ფლობს, აქედან 11 მლრდ ლარის, უცხოური ვალუტის აქტივებია -$3.8 მლრდ-მდე, რაც მოიცავს უცხოური ვალუტის წმინდა რეზერვებს, 25% სარეზერვო ნორმით დარეგულირებულ კომერციული ბანკების რეზერვებს, აქტივების წარმოებულებს ინსტრუმენტების მიხედვით (ფიუჩერსი, ოფციონი...), ფასიან ქაღალდებს, სსფ-სთან დაკავშირებულ აქტივებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss