| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კახა კალაძე დიზაინერულ კომპანიებს მოუწოდებს, მეტროსადგურების განახლების პროცესში ჩაერთონ.
მეტროსადგურების განახლების პროექტი დიზაინის შემუშავების შემდეგ განხორციელდება.
მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტულობაზე და მეტროში დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოების მნიშვნელობაზე განაცხადა.
„გარკვეული კვლევები, რაც საჭირო იყო დიზაინის შექმნამდე, უკვე ჩატარებულია. მაგალითად, ამდენი ხნის განმავლობაში მეტროსადგურ „ვარკეთილის“ განახლება ვერ მოვახერხეთ. ეს ჩვენი სირცხვილია, თუმცა აქ იყო გარკვეული პრობლემები იმიტომ, რომ საქართველოში არ მოიძებნა კომპანია, რომელიც შეძლებდა, სრულყოფილი კვლევა ჩაეტარებინა და შემდეგ დაედო დოკუმენტაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრობლემის მოგვარება, რაც იქ ორი წლის წინ მოხდა. დღეს, უკვე გვაქვს სრულყოფილი დოკუმენტაცია. შემდეგი ეტაპი ვიზუალიზაცია და დიზაინია. მინდა, შესაბამის სტრუქტურებს გთხოვოთ, ყველა კომპანიას მივაწოდოთ არსებული დოკუმენტაცია, რათა ჩვენი მეტროსადგურები ერთ-ერთი საუკეთესო იყოს. დიზაინის შემუშავების სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. ამისთვის საკმარისი თანხებიც გაგვაჩნია. შემდეგ კი, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყებთ მუშაობას პროექტის განხორციელების მიმართულებით“, - აღნიშნა მერმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss