| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია.
უკვე გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel
living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება.
სწორედ ეს შეთანხმები გაითვალისწინა აჭარის ფინანსთა
და ეკონომიკის სამინისტრომ და „ეიერ-მერიდიანსს“ მშენებლობის დასრულება გადაუვადა,
პირგასამტეხლო კი გაუუქმა.
კომპლექსი კახაბრის დასახლებაში
მოიცავს 220 ნომრიან სასტუმროს, მინიმუმ 600 აპარტამენტს,
სამორინეს, საკონფერენციო დარბაზს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი
ცენტრს. 13 000 კვ.მ-ზე მოეწყობა სარეკრეაციო ზონა, ავტოსადგომი,
კვების ობიექტები.
პროექტის განხორციელებაში
ინვესტორი მინიმუმ 30 მლნ დოლარის ინვესტირებას.
ბათუმში,
კახაბრის
დასახლებაში
29445 კვმ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთი
კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“
2,091 მლნ დოლარად 2015 წლის მაისში
შეიძინა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან მიღწეული
შეთანხმებით კომპლექსის მშენებლობა 2022 წლის
სექტემბერში დასრულდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss