| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქპატენტმა რუსეთში ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 7 დასახელება დაარეგისტრირა.
უწყებამ როსპატენტში ქართული ადგილწარმოშობის დასახელებები „ვაზისუბანი“, „ნაფარეული“, „გურჯაანი“, „მანავი“, „თელიანი“, „ყვარელი“ და „კახეთი“ დაარეგისტრირა. საქპატენტმა, ქართული დასახელებების სამართლებრივი დაცვის მინიჭების მოთხოვნით, როსპატენტს გასული წლის აგვისტოში მიმართა. ამდასახელებებზე განსაკუთრებული უფლება, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ მიენიჭა.
რუსეთის ტერიტორიაზე საქპატენტმა ქართული ღვინის ექვსი ადგილწარმოშობის დასახელება „ხვანჭკარა“, „ტვიში“, „ახაშენი“, „წინანდალი“, „მუკუზანი“ და „ქინძმარაული“ 2016 წელს დაარეგისტრირა.
უწყებაში მიიჩნევენ, რომ ქართული ღვინისა და პროდუქტების ცნობილი ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეპუტაციის დაცვისა და უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დაცვის სამართლებრივი ბერკეტების მოპოვების მიზნით მსგავსი ღონისძიებების გატარება უმნიშვნელოვანესია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss