| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისის მობაილბანკი ვიზუალურად მთლიანად განახლდა. მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივების მიზნით, აპლიკაცია კიდევ უფრო მოქნილი, თანამედროვე და დახვეწილი გახდა. განახლებული მობაილბანკი უფრო მეტად მოერგო მომხმარებლის სურვილებს და საჭიროებებს.
რედიზაინის შედეგად შეიცვალა: აპლიკაციის მთლიანი ვიზუალური სტილი; აპლიკაციის მთავარი გვერდი, რომელიც კიდევ უფრო სადა გახდა; დაემატა მუქი დიზაინის ვერსია; დაიხვეწა „ხმოვანი ასისტენტის“ ფუნქციონალი და ვიზუალური მხარე; ”ჩემი პროდუქტების“ გვერდზე წინა პლანზე გამოვიდა ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფუნქციები; საკრედიტო ბარათის მონაცემები და დაგროვებული ერთგული ქულები გამოვიდა მთავარ გვერდზე; ბლოკირებული თანხების განყოფილება გაქრა და ის ტრანზაქციების გრაფაში გაერთიანდა; შეიცვალა ”ჩემი ხარჯების“ განყოფილების ვიზუალი სტილი.
თიბისის მობაილბანკი ასე მასშტაბურად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად განახლდა. აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის როგორც app store-ზე, ისე - google play-ზე.
მომხმარებლების ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად, აპლიკაციის რედიზაინის პროექტზე თიბისის მობაილბანკის გუნდმა 10 თვის განმავლობაში იმუშავა. ცვლილებები პროცესში მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად დაინერგა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss