ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტით ტვირთბრუნვა 71%-ით გაიზარდა
24 იანვარი, 2020, 16:31
ტრანსკასპიური საერთაშორისო  მარშრუტით ტვირთბრუნვა  71%-ით გაიზარდა

თბილისი (GBC) - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) საკონტეინერო ტვირთბრუნვა  71%-ით გაიზარდა.

 „საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, დერეფნის შედეგებზე ალმათში,  ასოციაცია ТМТМ -ის შეხვრაზე იმსჯელეს, რომელსაც სს „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია, გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ხელმძღვანელობით დაესწრო.

2019 წელს კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთი 71 %-ით (10,7 ათას TEU) გაიზარდა და ეს აღნიშნულ დერეფანში გადაზიდვის რეკორდული მაჩვენებელია.

2019 წლის აპრილში წამოწყებულმა საფიდერო სერვისმა მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფანში (Middle Corridor) ტვირთის ოდენობა და შეამცირა საკონტეინერო გადაზიდვის დრო.

ТМТМ-ის ახალი წევრებიც შეემატნენ - ჩინური კომპანია Xi’an Continental Bridge International Logistics Co., Ltd და ყაზახური ,,აქტაუს საზღვაო ჩრდილოეთ ტერმინალი“ და ამასთანავე, 2020 წლის სატარიფო პოლიტიკა შეთანხმდა. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები