ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს განათლების სისტემაში ბლოკჩეინის პოტენციალი დავოსში განიხილეს
24 იანვარი, 2020, 14:37
საქართველოს განათლების სისტემაში ბლოკჩეინის პოტენციალი დავოსში განიხილეს

თბილისი (GBC) - კომპანია Cardano-ს დამფუძნებელმა ჩარლზ ჰოსკინსონმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს ყოფილ პრემიერთან მამუკა ბახტაძესთან.

Cardano მსოფლიოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. პორტალი cryptopolitan წერს, რომ მამუკა ბახტაძესთან კომპანიის წარმომადგენლებმა სწორედ საქართველოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობა განიხილეს.

გამოცემა წერს, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, საქართველო მსოფლიოში წამყვანი ქვეყანაა. მიზეზად ელექტროენერგიის დაბალი გადასახადები, რეგულაციების ნაკლებობა და მოსახერხებელი საგადასახადო სისტემა სახელდება.

ჩარლზ ჰოსკინსონმა საკუთარ Tweeter-ზე დაწერა, რომ საქართველოს სურს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შესაძლებლობები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენოს. კომპანია Cardano-ს საქართველოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვა განათლების სისტემაში სურს.  საუბარია დიპლომების ბლოკჩეინ სისტემაში შენახვაზე. კომპანიის წარმომადგენლებმა საპილოტე პროექტის დაწყებაზე შეხვედრა განათლების სამინისტროსთან ზაფხულშიც გამართეს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები