| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - უზბეკეთში თიბისის მიერ დაფუძნებულ ახალ ბანკს 4
პარტნიორი ეყოლება.
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებით, „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში, თიბისის წილი 51% იქნება, 20-20% შეავსებენ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ხოლო 10%-იანი წილით იქნება წარმოდგენილი ლოკალური პარტნიორი - „უზბეკეთის და ომანის ფონდი“. წინასწარი საბანკო ლიცენზია უკვე მიიღო.
თიბისის სტრატეგიაა
უზბეკეთში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება საცალო, ასევე, მიკრო,
მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. აქცენტი ციფრული არხების, კერძოდ, ნეობანკის განვითარებაზე გაკეთდება. უზბეკეთის 33 მილიონიანი ბაზარი, კი
ძალიან მიმზიდველი და მზარდია.
ბაზარზე შესასვლელად
მზადება 2019 წლიდან დაიწყო, დაარსა საპილოტე ფილიალი ტაშკენტში და შექმნა გუნდი,
რომელიც იმუშავებს ბანკისთვის. ამჟამად თიბისი უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან
საბოლოო ლიცენზიის მიღებას ელოდება, ხოლო 2020 წლის ზაფხულში დაიწყება
საბანკო ოპერაციები.
პარალელურად თიბისი
აქტიურად მუშაობს გადახდების სისტემის განვითარებაზე უზბეკეთში
ახლადშეძენილი შვილობილი კომპანიის Payme-ის მეშვეობით, რომელიც წამყვანი
კომპანიაა გადახდების მხრივ თავისი 1.8 მილიონი აქტიური მომხმარებლით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss