ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
შვეიცარიული Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს
23 იანვარი, 2020, 17:59
შვეიცარიული Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს

თბილისი (GBC) - შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი  პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. კომპანიის მიზანია თხილის კულტივაცია ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, რასაც, კომპანიის ცნობით, გაზრდილი პროდუქტიულობა, მცენარის გამძლეობისა და მოსავლიანობის ზრდა მოჰყვება. 

ინვესტიციის ფარგლებში კომპანია 40-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება, ასევე აპირებს დასაქმებულთა გადამზადებას და ნოუ ჰაუს გავრცელებას თხილის სხვა მწარმოებლებისთვის.

პრემიერმა გიორგი გახარიამ კომპანიის დირექტორთან დანიელ ბლოხთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობის ან საწარმოს გახსნას, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორში მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარებას.

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი, რომელსაც არსებობის 90-წლიანი ისტორია აქვს, წლიურად 3 700 ტონა შოკოლადს აწარმოებს, რომლის მეოთხედი ექსპორტზე გადის. კომპანიის წლიური შემოსავალი 45 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები