| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი(GBC) - 2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გაიყიდა, რაც 9%-ით მეტია ვიდრე 2018 წელს. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ღვინის ექსპორტიდან ქვეყანამ 240 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17%-ით მეტია.
ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 17% (4114972 ბოთლი), ჩინეთი - 2% (7089259 ბოთლი), აშშ - 48% (678148 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი - 60% (168307 ბოთლი).
ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა - 45% (708408 ბოთლი), გერმანია - 40% (671 453 ბოთლი), ბელარუსი - 74% (2787065 ბოთლი), ისრაელი - 80% (324700 ბოთლი), ესტონეთი - 20% (693248 ბოთლი), რუსეთი - 9% (58384540 ბოთლი), მოლდოვა - 8738% (625724 ბოთლი), ნიდერლანდები - 17% (96464 ბოთლი), ჩეხეთი - 34% (83136 ბოთლი), შვედეთი - 636% (92214 ბოთლი), ბულგარეთი - 30% (34734 ბოთლი), მონღოლეთი - 40% (297576 ბოთლი) და ა.შ.
2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 58%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%). მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 625 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 48% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,7 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 38%).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss