| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - კოჯორი-შინდისის მიმდებარე
ტერიტორიებზე, სადაც გენერალური გეგმის ფარგლებში მშენებლობების განხორციელება დროებით
შეჩერდა, განაშენიანების პირველადი საპროექტო გადაწყვეტილებები მერიას მზად აქვს.
პროექტის თანახმად დაიგეგმა ქუჩათა ქსელი, კომუნიკაციები, სოციალური და
საჯარო სივრცეები, განისაზღვრა სამშენებლო განვითარების სპეციალური პირობები და განაშენიანების რეგულირების
გეგმის გარეშე მათი განვითარების შესაძლებლობა.
კახა კალაძის თქმით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში, განისაზღვრა
11 არეალი, რომელთა შორის კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიებია, მშენებლობების განხორციელება
დროებით შეჩერდა, რათა აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ქაოტური განაშენიანება არ მომხდარიყო.
თბილისის მერმა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის
უფროსს, გიორგი ებანოიძეს მიწის მფლობელებთან
და სამშენებლო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss