ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გახარია დავოსში მეგობრებს შეხვდა
21 იანვარი, 2020, 20:19
გახარია დავოსში მეგობრებს შეხვდა

თბილისი (GBC) - პრემიერი დავოსშის ესტონელ კოლეგას შეხვდა და  ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გახარიამ იური რატასთან ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ჩვენი ქვეყნის წვლილზე საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

 ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ივნისში ბრიუსელში გაიმართება და შეიმუშავებს ახალ ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით.

მხარეებმა ისაუბრეს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.

აღინიშნა ესტონელი ვიზიტორების მზარდ ნაკადზე. მათ ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფორმატის შექმნის შესაძლებლობაც განიხილეს.

 შეხვედრის დასასრულს, გიორგი გახარიამ იური რატასი საქართველოში დაპატიჟა 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები