| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის ავტოპარკს ISUZU-ს 40 ახალი ავტობუსები შეემატა. რვამეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით, 8 მარშრუტზე გადანაწილდება.
ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, 21 დასაჯდომით; ადაპტირებულია შშმ პირზე; აღჭურვილია WIFI-თ, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებით. გააჩნია ვიდეომონიტორინგის ანტივანდალური და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები, ასევე, USB-დამტენი.
ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს მოემსახურება: N17 - გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრორაიონი; N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება; N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი; N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანი; N60 - გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე“; N62 - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება; N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - გლდანულა; N99 - მეტროსადგური „დელისი“ - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.
უახლოეს მომავალში თბილისს დამატებით, „ისუზუს“ მარკის 40 ერთეული ავტობუსი შეემატება. თბილისის მერის თქმით, დაახლოებით, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაც იგეგმება, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
გასულ წელს შპს „სატრანსპორტო კომპანიამ“ მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, სულ „ისუზუს“ მარკის 220 ერთეული და „მანის“ მარკის 90 ერთეული ავტობუსი შეისყიდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss