| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) –“დადგა დრო, შეიქმნას უკეთესი ჰეჯირების და რისკების მართვის შესაძლებლობები დერივატივების გამოყენებით, რისთვისაც სამართლებრივი საფუძვლის არსებობა უმნიშვნელოვანესია. დერივატივები საგრძნობლად გააუმჯობესებს საპროცენტო განაკვეთის, ან კურსების ცვალებადობის შედეგად გამოწვეული რისკების მართვის პროცესს. რეფორმა ასევე ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნებთან დერივატივების ტრანსაქციების განხორციელებას და მოიზიდავს დამატებით ფინანსურ რესურსს ქვეყანაში“, – სებ-ის პრეზიდენტმა კაპიტალის ბაზრის ახალ შესაძლებლობებზე განაცხადა. EBRD-ს და ISDA-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
-.ადგილობრივი სავალუტო ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი
-კერძო
სექტორის ხელშეწყობა რისკების და უცხო ვალუტის გავლენის ჰეჯირების მიზნით
EBRD-ი საკანონმდებლო ცვლილებით, კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალ ეტაპს ელის. კანონი ევრობანთან ერთად სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაციის (ISDA) მხარდაჭერით მომზადდა.
კანონი ითვალისწინებს დერივატივების ტრანზაქციების შესრულების უზრუნველყოფას, მათ შორის, ურთიერთგაქვითვას (ნეტინგი), საბოლოო ურთიერთგაქვითვას და ფინანსურ გირავნობას, აძლიერებს მნიშვნელოვან კონცეფციებს. გარიგება საბოლოოა.
კანონი კომპანიებს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ და ეფექტურად დააზღვიონ რისკი და მათ შორის, უცხოური ვალუტის და პროცენტის ზემოქმედების შედეგი, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ვალუტის საფინანსო ბაზრის განვითარებას.
კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, განაცხადა: “ეს გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს და ჩვენ მადლობლები ვართ საქართველოს ეროვნული ბანკის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ველოდებით შემდგომ ინიციატივებს.
ცვლილებებმა ფორვარდული გარიგებებიც უნდა
მოაწესრიგოს - სავალუტო რისკების მზღვეველი, ამ
ინსტრუმენტის მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში გაიზარდა, მას შემდეგ რაც
ლარის ტრენდზე მოლოდინების გარდა, როგორც
ანალიტიკოსები ამბობენ, „უხილავი“
ფაქტორებიც ამოქმედდა.
ამ დროისთვის კაპიტალის ბაზარი მხოლოდ კორპორაციული ობლიგაციებით არის წარმოდგენილი სებ-ის სტატისტიკით, ყველა ფასიანი ქაღალდი, მთლიანად (4მლრდ), მშპ-ს 9.5%-ია. ბაზარი მოიცავს სებ-ის სერტიფიკატებს, მთავრობის ფასიან ქაღალდებს, საფინანსო ინსტიტუტების და კომპანიების ობლიგაციებს.
რისკების გრძელი ნუსხიდან საქართველოში მხოლოდ სავალუტო რისკების ჰეჯირების პრაქტიკაა და არეალი უნდა გაფართოვდეს. ბაზრის ფორმირებას ბევრი მახასიათებელი განაპირობებს, მათ შორის, კორპორაციული დისციპლინა, ინფრასტრუქტურა და სავაჭრო გარემო.ინტეგრირებული სავაჭრო პლატფორმა რახანია მოწყობილია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss