| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „2019 წელი სალიზინგო სექტორისთვის ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა, რაც ციფრებშიც კარგად ჩანს - სექტორი 32 %-ით გაიზარდა. ამ ფონზე განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი მოგვენიჭა. Fitch-ის რეიტინგი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს კომპანიას სწორი სტრატეგიული ხედვა აქვს და სწორი მიმართულებით ვითარდება,“ - განაცხადა თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა გაგა გოგუამ.
Fitch Ratings–მა თიბისი ლიზინგს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB-„ მიანიჭა სტაბილური პერსპექტივით.
„თიბისი ლიზინგს აქვს ერთიანი სტრატეგიული ხედვა თიბისი ბანკთან, როგორც მის შვილობილ კომპანიას, მაგრამ იგი სრულიად დამოუკიდებელია ოპერაციული გადაწყვეტილებების მიღებაში,“ - ნათქვამია Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss