ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
Fitch-მა თიბისი ლიზინგს BB- მიანიჭა
20 იანვარი, 2020, 13:28
Fitch-მა თიბისი ლიზინგს BB- მიანიჭა

თბილისი (GBC) - Fitch Ratings–მა თიბისი ლიზინგს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB-„ მიანიჭა სტაბილური პერსპექტივით.


გავლენიანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათაქვამია, რომ თიბისი ლიზინგი ოპერირებს საქართველოში, სადაც ლიზინგის ბაზრის ლიდერა. აფინანსებს კორპორატიული კლიენტებს, ასევე, მცირე და საშულო ბიზნესს, მიკოს და ფიზიკური პირებს.


„თიბისი ლიზინგს აქვს ერთიანი სტრატეგიული ხედვა  თიბისი ბანკთან, როგორც მის შვილობილ კომპანიას, მაგრამ იგი სრულიად დამოუკიდებელია ოპერაციული გადაწყვეტილებების მიღებაში,“ - ნათქვამია Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 „2019 წელი სალიზინგო სექტორისთვის ნაყოფიერი გამოდგა, რაც ციფრებშიც  ჩანს - 32 %-ით გაიზარდა.განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი მოგვენიჭა“, - განაცხადა თიბისი ლიზინგის გენერალურმა დირექტორმა გაგა გოგუამ.


თიბისი ლიზინგი ბაზარზე კვლავ უპირობო ლიდერად რჩება.მთლიანმა პორტფელური  დაბანდება 240 მილიონი ლარია (+30%Y.Y).  კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკრედიტო რეიტინგი სამომავლოდ თიბისი ლიზინგის საშუალებას მისცემს დამატებით ფინანსური სახსრები მოიძიოს განვითარების ბანკებიდან და ასევე დაეხმარება ადგილობრივ ბაზარზე საჯარო ფასიანი ქაღალდების წარმატებით განთავსებაში.  

  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები