ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გუდაურში სასტუმრო გუდაური ლოჯი გაიხსნა
16 იანვარი, 2020, 11:45
გუდაურში სასტუმრო გუდაური ლოჯი გაიხსნა

თბილისი (GBC) - თბილისიდან 120 კილომეტრში, ზამთრის სწრაფად განვითარებად, სპორტულ კურორტ გუდაურში ახალი სასტუმროგუდაური ლოჯიგაიხსნა. პროექტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. გამორჩეული დიზაინის მქონე ski-in/ski-out ტიპის სასტუმრო, 4 კატეგორიის 121 კომფორტულ ოთახს აერთიანებს. სასტუმროს სკი დეპო დამსვენებლებს უმაღლესი ხარისხის ტექნიკურ სერვისსა და უახლესი სათხილამურო ინვენტარით მომსახურებას სთავაზობს.

ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულის, თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორანიკულინარიუმ ხაშერიასტუმრებს, როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ქართული კერძებით უმასპინძლებს. რესტორნის ტერასიდან, სადაც apres-ski ბარი მდებარეობს, კავკასიონის ულამაზესი ხედი იშლება.

ნულოვან სართულზე დამსვენებლებს ლობი ბარი (სასმელებისა და წასახემსებლების მრავალფეროვანი არჩევანით), ენოთეკა (150-ზე მეტი დასახელების უნიკალური ქართული ღვინის კოლექციით) და Concept Store მოემსახურება.

მთიდან დაბრუნებისას სტუმრებს საშუალება ექნებათ დაისვენონ სპა ცენტრში, სადაც ისარგებლებენ მასაჟის ოთახებით, აუზით, ღია ჯაკუზითა და კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზით.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორაციული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, 800 მილიონ ლარს შეადგენს.




მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები