| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - მთავრობამ
ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა. სტრატეგიის მიხედვით,
ფართოზოლოვანი ინტერნეტის ბაზარი ბოლო 10 წელში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ამჟამად
ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებლების 82% ოპტიკურ-ბოჭკოვან
კავშირს იყენებს. თუმცა, ფართოზოლოვანი ქსელები უმეტესად ქალაქებში გამოიყენება.
კერძოდ, სოფლის შინამეურნეობების 35% უკავშირდება ფიქსირებულ ფართოზოლოვან
ინტერნეტს, ქალაქში მცხოვრები შინამეურნეობებისთვის კი ეს მაჩვენებელი 90%-ია.
ქსელის
განვითარების სტრატეგიის მიზანია, რომ 2025 წლისთვის მაღალი სიჩქარის
ფართოზოლოვანი ქსელი (100 მბ. წმ+) ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს
საქართველოს მასშტაბით.
2025 წლისთვის
სამიზნე მაჩვენებლებია:
• 4G კავშირით საქართველოს
ტერიტორიის დაფარვა;
• 5G სერვისის პილოტირება სულ მცირე
სამ მუნიციპალიტეტში;
• ყველა ინსტიტუციური
სუბიექტებისთვის 1 გბ. წმ. კავშირზე წვდომა;
• ყველა შინამეურნეობისთვის
მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ქსელზე წვდომა.
მსოფლიო ბანკის
ექსპერტების შეფასებით, საჭირო მთლიანი ინვესტიცია პროექტის განსახორციელებლად
დაახლოებით $600 მლნ-ს (1.6 მლრდ ლარი) შეადგენს. ინვესტიციის უდიდესი ნაწილი კი
კერძო სექტორიდან არის მოსალოდნელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss