ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გაზზე მომუშავე ავტომობილები უსერთიფიკატოდ ინსპექტირებაზე არ დაიშვება
10 იანვარი, 2020, 13:31
გაზზე მომუშავე ავტომობილები უსერთიფიკატოდ ინსპექტირებაზე არ დაიშვება

თბილისი (GBC) - გაზზე მომუშავე ავტომობილები, შესაბამისი აირბალონისა და მოწყობილობის სისტემის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გარეშე, 2020 წლის 1 იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ დაიშვებიან.

სერტიფიკატი აკრედიტებულმა ინსპექტირების ორგანომ უნდა გასცეს.

გათხევადებული აირის აირბალონის ტექნიკური გამართულობის შემოწმება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ ვადებშია აუცილებელი, კერძოდ: აირბალონი პირველ ინსპექტირებას ექვემდებარება მისი დამზადებიდან მხოლოდ 5 წლის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, ინსპექტირებას დაექვემდებარება მხოლოდ ის აირბალონი, რომლის 5-წლიანი ვადა უკვე გასულია

ინსპექტირების ცენტრის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებები გატარდება, თუ ინსპექტირების ცენტრი ისეთი აირბალონის ინსპექტირებას მოახდენს, რომლის დამზადებიდან 5-წლიანი ვადა ჯერ გასული არ არის.

რაც შეეხება გათხევადებული აირის აირბალონის მოწყობილობის სისტემის ინსპექტირებას, ის რეგლამენტის ძალაში შესვლიდან ინსპექტირებას პირველი შემოწმებიდან შემდგომ ყოველ 3 წელიწადში ერთხელ დაექვემდებარება.

გასათვალისწინებელია, რომ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამისობის შეფასებაზე არ დაუშვას აირბალონიანი მოწყობილობა, თუ აირბალონებს არ გააჩნიათ შესაბამისი ნიშანდება: დამამზადებლის სასაქონლო ნიშანი, სერიული ნომერი, დამზადების თარიღი, მუშა და საგამოცდო წნევა, მოცულობა და მასა. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ამ შემთხვევაში ვერ განახორციელებს აირბალონისა და მისი მოწყობილობის  სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატების მოპოვებას.

ამ დროისათვის, საქართველოს მასშტაბით 7 ინსპექტირების ცენტრი მოქმედებს

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები