ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დავის მშვიდობიანი მოგვარება თუ არბიტრაჟი - ანაკლიის კონსორციუმი განცხადებას აქვეყნებს
9 იანვარი, 2020, 22:05
დავის მშვიდობიანი მოგვარება თუ არბიტრაჟი - ანაკლიის კონსორციუმი განცხადებას აქვეყნებს

თბილისი (GBC) - ანაკლიის პორტის პროექტის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს. კონსორციუმი დავის მოგვარებას სახელმწიფოსთან კიდევ ერთხელ შეეცდება, თუმცა წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში, არ დარჩება სხვა გზა, გარდა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის წამოწყებისა მთავრობის წინააღმდეგ.

"დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს საინვესტიციო ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთავრობას არა აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება და წერტილი დაუსვას პროექტში კონსორციუმის მონაწილეობას. დასანანია, რომ კონსორციუმის მიერ პროექტზე აქამდე დახარჯული დროის, რესურსების და თანხების მოცულობის მიუხედავად, მთავრობამ ამჯობინა, რომ ყოველ ჯერზე დაეკნინებინა კონსორციუმის ძალისხმევა, ნაცვლად მხარდაჭერისა და პროექტში ჩართული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ტერმინალის ოპერატორისა და პოტენციური ინვესტორების მიერ დასმული საკითხების გადაჭრისა. მთავრობის ქცევის მოდელი, შეწყვეტის თაობაზე დღევანდელი გადაწყვეტილების ჩათვლით, მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ გაურკვეველი დროით გადაიდება ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულება და ოპერირების ეტაპი - თუ რა თქმა უნდა სახელმწიფო არ შეცვლის აღებულ კურსს კონსტრუქციული მიმართულებით.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა არაერთგზის სცადა, რომ თავიდან აეცილებინა დავის სცენარი, რათა არ გამოწვეულიყო პროექტის შემდგომი დაგვიანება. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ კონსორციუმს არ დარჩა სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ დაიცვას კომპანიისა და მისი აქციონერების ინტერესები - ყველა ხელმისაწვდომი იურიდიული ბერკეტის გამოყენებით", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები