ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ღვინო და ტურიზმი << უკან
ბაკურიანში სასტუმროებისთვის წყლის მიწოდების აღდგენას ვარაუდობენ
8 იანვარი, 2020, 11:30
ბაკურიანში სასტუმროებისთვის წყლის მიწოდების აღდგენას ვარაუდობენ

თბილისი (GBC) - ბაკურიანში რამდენიმე სასტუმროსთვის წყლის მიწოდების პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მთელ ღამე მიმდინარეობდა

,,ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ვვარაუდობთ, რომ მალე შევძლებთ რეზერვუარში სრული დატვირთვით წყლის დამატებითი მარაგის მიღებასა და ბაკურიანის პრობლემური ადგილების წყლით უზრუნველყოფას. ამ დროისთვის, დამატებითი დებიტი მოძიებულია, მიყვანილია რეზერვუარამდე და მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები. თუ, მაგისტრალზე რაიმე დაზიანება არ მოხდა, სხვა დამაბრკოლებელი გარემოება არ გვაქვს," - აცხადებს წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი.

გრიგოლ მანდარიას განცხადებითბაკურიანის 85%– წყალი სტაბილურად მიეწოდება, პრობლემა აქვს სამ მსხვილ ობიექტს -„მგზავრების პანორამა“, ,,რუმსს" და ,,მგზავრები"- რამდენიმე კურპუსს.

მისივე თქმით, მაქსიმუმი კეთდება იმისათვის, რომ დღეიდან წყალმომარაგება აღნიშნულ სასტუმროებს სრულად აღუდგეს.

რაც შეეხება გუდაურში, ,,რედკოს დასახლება"-ში წყალმომარაგების კუთხით ამ ეტაპზე არსებულ ვითარებას, კომპანიის დირექტორის თქმით, აქ პრობლემა აღმოფხვრილია და დასახლებას წყალი სტაბილურად მიეწოდება.

,,მიუხედავად ამისა, დღეს მობილიზებული იქნება 25 კაციანი ჯგუფი, ვაპირებთ სარეზერვო ხაზის მშენებლობას, იმისთვის, რომ დამსვენებლების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში პრობლემა არ შეიქმნას და შევძლოთ მთლიანი გუდაურის უწყვეტი წყლის მიწოდებით უზრუნველყოფა“. – განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები