| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - „ფეისბუქის“ ადმინისტრაცია საქართველოში ე.წ. ბოტებისა და ტროლების გამოვლენის საკითხზე მუშაობას აგრძელებს, - ასეთი პასუხი მიიღო „ინტერპრესნიუსმა“ „ფეისბუქის“ ადმინისტრაციისთვის გაგზავნილი შეკითხვის საპასუხოდ.
როგორც სააგენტო წერს, "ფეისბუქმა" საქართველოში ე.წ. ბოტებისა და ტროლების გამოვლენაზე მუშაობა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო, პროცესი არ დასრულებულა და უსაფრთხოების მკვლევარებთან ერთად მუშაობენ, რათა მსგავსი ოპერაციები კვლავ გამოავლინონ.
"ანალიზისას ასევე ვსარგებლობდით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ღია მოხსენებებით. ჩვენი გუნდი „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ პროაქტიულად ეძებს უარყოფით აქტორებს და მათ მოქმედებებს ამ პლატფორმაზე. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან და უსაფრთხოების მკვლევარებთან ერთად, რომ ვიპოვოთ და გამოვავლინოთ მსგავსი ოპერაციები“, - ნათქვამია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss