ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი დამაიმედებელ მოლოდონებზე - როცა გამკაცრება შერბილებას ნიშნავს
31 დეკემბერი, 2019, 14:19
 თიბისი დამაიმედებელ მოლოდონებზე - როცა გამკაცრება შერბილებას ნიშნავს

თბილისი (GBC)  -თიბისის 2019 წლის დეკემბრის თვის მაკროეკონომიკური მიმოხილვით, ნოემბერში საგარეო სექტორი  გაუმჯობესებულია. ლარის გამყარებაში მონეტარულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ლარში გამკაცრებისა და უცხოურ ვალუტაში შერბილების შედეგად, ოქტომბრის მსგავსად, ნომებერშიც სავალუტო სესხების გაცემა ლარში გაცემას  ჭარბობდა.

9m/ 2019 -ისგან განსხვავებით, როცა მხოლოდ ლარის სესხები იზრდებოდა.

ამასთან, მთლიანი დაკრედიტება არ შემცირებულა, ის აჩქარდა კიდეც და მძლავრ ფისკალურ სტიმულთან და გაუმჯობესებულ საგარეო სექტორთან ერთად ეკონომიკის ზრდაზე მნიშვნელოვანი პოზიტიურად იმოქმედა.

ასევე, ლარი/დოლარის სტაბილურობამ და შემდგომ გამყარებამ, ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობები შედარებით გააუმჯობესა და ეკონომიკის ზრდას დამატებითი სტიმული შესძინა. შედეგად, მე-3 კვარტალში ეკონომიკის ზრდის  მნიშვნელოვანი კვარტალური შენელება მოსალოდნელზე ხანმოკლე აღმოჩნდა,  ზრდა მკვეთრად აჩქარდა. 2019 წელს ეკონომიკის ზრდამ 5.2% მაინც უნდა შეადგინოს.

თიბისი კვლევების საპროგნოზო მოდელის მიხედვით, 2020 წელს ზრდა დაახლოებით 5%-ით განისაზღვრება, თუმცა საარჩევნო წელთან დაკავშირებული განწყობების გათვალისწინებით, საბაზო სცენარით ეკონომიკის 4.5%-იანი მატებაა ნავარაუდები. 

თიბისი კვლევების შეფასებით, 2020 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაბრუნებლად, ლარის ეფექტური კურსის არსებული გამყარება მაინც არასაკმარისია და მისი შემდგომი გაძლიერებაა საჭირო. მსოფლიო სასაქონლო ფასებისა და დოლარის მიმართ რეგიონული ვალუტების შედარებითი სტაბილურობის პირობებში, ეს გამყარება ლარის დოლართან კურსის მხრივ დაახლოებით 2.75 ნიშნულამდე დაწევას ნიშნავს.

თიბისი კვლევების დეკემბრის ყოველთვიურ მაკრო მიმოხილვა ხელმისაწვდომია ბმულზე -  https://www.tbcresearch.ge/en/Research/monthly-december-2019 .

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები