| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – "ბათუმის რივიერა , ზუსტად ისეთი როგორც ჩაფიქრებული გვქონდა და შეთანხმებული დინალდ ტრამპთან, რომელიც ჩვენ მოვახერხეთ და 2012 წელს ჩამოვიყვანეთ საქართველოში", - სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა რივიერას $350 მლნ-იანი პროექტის სასტარტო რეჟიმზე ბიზნესპარტნიორში (საზმაუ) განაცხადა, სრულყოფილი მასტერპლანით. იწყება "მარინას" მშენებლობით, 1 ჰა -ზე მოეწყობა ლაგუნა, ბუნებრივი ზღვის წლით.
$40 მლნ კაპიტალდაბანდება სილქნეტის IT ტრანსფორმაციისთვის (2019 - ქსელის მოდერნიზებისთვის $50 მლნ ინვესტიცია ჩაიდო) - ბიზნესმენმა სილქ როუდ ბანკთან ერთობლივი პაკეტის საგაისო (2020) შეთავაზებაზეც განაცხადა, რაზეც მთლიანი ეკოსისტემა დაშენდება. ბანკი სილქნეტის აბონენტების და ყველა სხვა მომხმარებლისთვის დიგიტალურ, ონლაინ სესხების შეთავაზებას აპირებს. რამიშვილმა ტელეგრაფის პროექტის თებერვალში დაწყების გეგმაზეც განაცხადა. გათვალისწინებულია სამანქანე გზის საფეხმავლოდ გარდაქმნა.
„მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება“ - რამიშვილმა საქართველოს დამდეგი ახალ წელი მიულოცა. 2019 -ითაც კმაყოფილია, იყო გამოწვევები -ლარის ცვალებადობა, რუსეთის ემბარგო... თუმცა 5% ზრდით მაინც წარმატებულად იხურება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss