ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის ანგარიშგების ერთი ფანჯრის პრინციპი ამოქმედდა
30 დეკემბერი, 2019, 16:25
ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის ანგარიშგების ერთი ფანჯრის პრინციპი ამოქმედდა

თბილისი (GBC) - ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეფორმის ფარგლებში, "ერთი ფანჯრის პრინციპი" ამოქმედდა.

ამიერიდან, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტები "ფასიანი ქაღალდების ბაზრის" და "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის" შესახებ კანონებით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშგებებს ერთიანი პორტალის მეშვეობით (reportal.ge) წარადგენენ. მიღებული სინერგია საგრძნობლად გაამარტივებს და უფრო ეფექტიანს გახდის ანგარიშგების წარდგენის, ინფორმაციის გასაჯაროებისა და ადმინისტრირების პროცესს. ამასთან, ინვესტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს reportal.ge-ის მეშვეობით, ემიტენტების ფინანსურ და არაფინანსურ ინფორმაციის ერთ სივრცეში გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.

საქართველოს ეროვნული ბანკის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობისა და ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ერთიანი ანგარიშგების მართვის პორტალი 2020 წლიდან ამოქმედდება.

განახლებულ ანგარიშგების ინფრასტრუქტურასთან ერთად, 2020 წლის პირველ კვარტალში ეროვნული ბანკის სამართლებრივ აქტებში ანგარიშგების პროცესთან დაკავშირებული ცვლილებები იგეგმება. "ერთი ფანჯრის პრინციპის" ტექნიკურ მხარდაჭერას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახური უზრუნველყოფს.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები