ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ღვინო და ტურიზმი << უკან
2019 - 1.5 მლნ მოგზაური - ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან
30 დეკემბერი, 2019, 14:38
2019 - 1.5 მლნ მოგზაური - ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან

თბილისი (GBC) -  ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საზოგადოებას  2019 წლის ანგარიში წარუდგინა. საზოგადოება: მედია, პრემიერი,  მინისტრი ნათია თურნავა,  სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე მარიამ ქვრივიშვილმა  დეტალურად შეაჯამა ადმინისტრაციის განხორციელებული პროექტები.

მიმოიხილა 2019 წლის სტატისტიკურ მონაცემები.

2019 წელს პირველად, საქართველოს ისტორიაში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.  2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი.   ზრდა წინა წლის ანალოგიურ  პერიოდთან შედარებით +7.1%-ია.

რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ტურისტულ ვიზიტებში.

2019 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოში 5 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.

2019 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 3.051.424.548 აშშ დოლარს შეადგენს. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +35 მილიონი აშშ დოლარია.

 

                საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების ტოპ-15

                

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები