ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ვითიბიმ KoronaPay გაუშვა, გზავნილი პირდაპირ ბარათზე დაირიცხება
26 დეკემბერი, 2019, 18:31
ვითიბიმ KoronaPay გაუშვა, გზავნილი პირდაპირ ბარათზე დაირიცხება

თბილისი (GBC) - ფულადი გზავნილის მიღება პირდაპირ ბარათზე გახდა შესაძლებელი. სერვისი KoronaPay, ეს არის ახალი მომსახურება, რომელიც გზავნილების სისტემამ „ზოლოტაია კორონა“, ვითიბი ბანკთან თანამშრომლობით დანერგა. აღნიშნული მომსახურება უზრუნველყოფს, ფულადი გზავნილის ჩარიცხვას ნებისმიერი ქართული ბანკის Visa-ს და  Mastercard-ის ბარათზე.

KoronaPay უფასოდ არის ხელმისაწვდომი App Store -ში და Google Play -ში და ასევე საიტზე  koronapay.com, მობილურ აპლიკაციაში აისახება ყველა გზავნილი და შესაძლებელია სასურველი გზავნილის მარტივად ბარათზე ჩარიცხვა. ბარათზე, აღნიშნული გზავნილი ლარში დაკონევერტირებული აისახება.

„ფულადი გზავნილების სისტემა „ზოლოტაია კორონა“ დღეს საქართველოს 81 დასახლებული პუნქტის 1100 წერტილშია წარმოდგენილი.  წამყვან ქართულ საფინანსო ინსტიტეტებთან ერთად, ჩვენი გზავნილები მართლაც, რომ ყველსთვის არის ხელმისაწვდომი. თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, და დღეს ვითიბი ბანკთან ერთად ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ ახალ შესაძლებლობას - კომპიუტერის ან სმარტფონის გამოყენებით მარტივად ჩაირიცხონ თანხა საკუთრ ბარათზე“ - განაცხადა  „ზოლოტაია კორონას“ დირექტორის მოადგილემ - ოლესია ფიოდოროვამ.

„ვითიბი ბანკი“ ცდილობს დანერგოს ყველაზე აქტუალური სერვისები და ხელმოსაწვდომი გახადოს წამყვანი ტექნოლოგიები.  დღეს საფინანსო სფეროს მთავარ ტრენდს, სწორედ დიჯიტალიზაცია და სერვისების სმარტფონში გადატანა წარმოადგენს. მომხარებლებს, მომსახურების მიღება სწრაფად და კომფორტულად სურთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი კლიენტები დადებითად შეაფასებენ ახალ მომსახურებას, რომელიც ნებისმიერი ბანკის ბარათით არის ხელმისაწვდომი.“ -  განაცხადა ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები