ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია ექსპერტომ წელი შეაჯამა
25 დეკემბერი, 2019, 18:16
ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია ექსპერტომ წელი შეაჯამა

თბილისი (GBC) - ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია ექსპერტომ 2019 წელს წარმატებულად დაასრულა, კომპანიამ კონსულტაცია ქართულ და აზერბაიჯანულ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით 31 ევროპელ ინვესტორს გაუწია.

სხვა ბიზნესსექტორებს შორის Experto Consulting აქტიურად თანამშრომლობს ინფრასტრუქტურის მიმართულებით მომუშავე ისეთ გავლენიან უცხოურ კომპანიებთან, როგორებიცაა EDF, Setec, Menard (Vinci Group-ის  შვილობილი კომპანია, რომელმაც სწორედ Experto Consulting-ის მხარდაჭერითა და დახმარებით გახსნა საქართველოში წარმომადგენლობა). ექსპერტოს დახმარებით 12 ფრანგული კომპანია დაინტერესდა ქართული მეღვინეობითა და აგროსექტორით. ფარმაცევტული და კოსმეტიკური სექტორები ექსპერტოსათვის მესამე უდიდესი სექტორია.

HPP, Saint-Gobain PAM, John Cockerill, BPM Architectes and Groupe Batteur - ეს ის ფრანგული კომპანიებია, რომელთა ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სწორედ  Experto Consulting-ია.

ამას გარდა კომპანია აწარმოებს ბაზრის კვლევებს საქართველოში მოქმედი უცხოური და ადგილობრივი კომპანიებისათვის. ასევე საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის („ზრდა“) ფარგლებში, საქართველოს შერჩეულ რეგიონებში ადგილობრივი მეწარმეებისათვის მთელი წლის განმავლობაში ატარებდა ტრენინგებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისა და სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდისათვის, ასევე მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების მიზნით.

Experto Consulting კვლავაც აქტიურად განაგრძობს მუშაობას იმ ევროპული კომპანიების მოსაზიდად, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრების მიმართ. 2019 წლის სექტემბერში ექსპერტომ საკუთარი წარმომადგენლობა გახსნა ბაქოში, ხოლო 2020 წლის პირველ კვარტალში ოფისის გახსნას კიევში გეგმავს.

Experto Consulting 2011 წელს დაფუძნდა და ამ წლების განმავლობაში ბიზნესწრეებისათვის საკონსულტაციო მომსახურებას ეწევა. კომპანიის ძირითადი მიზანია კავკასიის ბაზარი ხელმისაწვდომი გახადოს უცხოური კომპანიებისათვის, რომლებსაც ქვეყანაში, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, მომსახურების, წარმოებისა და პროდუქციის ხარისხის ევროპული სტანდარტი შემოაქვს.   

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები