| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)
–"გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩო სებ-ს შესაძლებლობას მისცემს
კრიზისულ სიტუაციებში უზრუნველყოს კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების
უწყვეტობა და ანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნება, დეპოზიტართა ინტერესების
უკეთ დაცვა სახელმწიფო ბიუჯეტის მინიმალური დანახარჯებით, რაც დადებითად
იმოქმედებს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე.
რეზოლუცია მნიშვნელოვანია ბანკის ფინანსური სირთულეების ადრეული იდენტიფიკაციისთვს,
რეზოლუციის ჩარჩო ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის ფარგლებში, სსფ -სა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების მიხედვით შემუშავდა, საკანონმდებლო პაკეტი ფონდის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა „ -- განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.
„რეზოლუცია, ლიკვიდაციას მსგავსად არის ეროვნულის უფლებამოსილება, ლიკვიდაციის ნაცვლად წავა რეზოლუციის გზით“, - გაჯანსაღების და რეზოლუციის პაკეტი 2014/59/EU დირექტივას ეფუძნება.
ზედამხედველს ემატება კიდევ ერთი ბერკეტი, ბანკის დაჯარიმებისთვის კი არა, ბანკის გაჯანსაღებისთვის , რომელიც კრედიტორებს ბანკის დაპატრონების შესაძლებლობას აძლევს (ეთ-ერთი ინსტრუმენტი), ასევე დეპოზიტარებს.
კრედიტორი რეზოლუციამ იმაზე მეტად არ უნდა აზარალოს, ვიდრე ლიკვიდაცია აზარალებდა. თუ მაინც იზარალა. სხვაობა უკან დაუბრუნდება.
როგორც იცით, კომერციული ბანკი გაკოტრების კანონით არ რეგულირდება, რომელიც რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.
გაკოტრების რეჟიმი მხოლოდ გაკოტრებას ითვალისწინებს. რეზოლუციის ჩარჩო კი აჩენს მესაკუთრის შეცვლის შესაძლებლობას.
ფინანსთა სამინისტროც გახდება მესაკუთრე, კაპიტალში იმდენს თუ შეიტანს, რაც ბანკის აქციონერს მოეთხოვება - 50 მლნ, ცვლილებებს შემოაქვს დროებითი ბანკის ინსტრუმენტი (ბანკის გასხვისებამდე, როცა ფინანსთა სამინისტრო აფუძნებს დროებით ბანკს და სარეზოლუციო ფონდის ინსტიტუტი.
ბანკს, გაუარესებული ფინანსურის მაჩვენებლებით, გამოეცლება ხარისხიანი აქტივი და წავა გაჯანსაღებაზე, სხვა ბანკისთვის ან სახელწიფოზე გადაცემით. უხარისხო აქტივი კი ლიკვიდაციაზე. პროცედურის რეჟიმია მყისიერი. ის ყველა ნორმის შეჩერებას გულისხმობს, გასხვისება რომ არ შეფერხდეს. სებ-ში ევროპის ად აშშ-ის ბანკების მაგალითზე ოპტიმალურ ვადაზე აღნიშნავენ. შესაძლებელია მხოლოდ 3 დღე დასჭირდეს. ცვლილებებით, 1 წლიანი ვადაა გათვალისწინებული, იგივე ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss