ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს რკინიგზამ თურქმენული ტვირთი ვერ გაატარა
25 დეკემბერი, 2019, 12:35
საქართველოს რკინიგზამ თურქმენული ტვირთი ვერ გაატარა

თბილისი (GBC) -  საქართველოს რკინიგზასა და თურქმენულ მხარეს შორის ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც საქართველომ მილიონობით ლარის შემოსავალი დაკარგა.


საქართველომ და თურქმენეთმა 3 წლის წინ მიაღწიეს შეთანხმებას,  1,5 მლნ ტ თურქმენული ნავთობის წლიურ ტრანზიტზე საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით.  3-წლის განმავლობაში  4.5 მლნ ტ -ის. მთავრობის მაშინდელი მოლოედინით,  ქვეყანის ბიუჯეტი ყოველ წელს  60 მილიონი ლარით შეივსებოდა.


გაწყვეტილი კონტრაქტის გამო რკინიგზას 2.6 მილიონი ლარის გაუფასურების საფინანსო ანგარიშგებაში ასახვა მოუწია.


“თურქმენული ორგანიზაციის მიმართ  სავაჭრო მოთხოვნის გაუფასურება. აღნიშნულ ორგანიზაციასთან 2017 წლის 28 სექტემბერს გაფორმდა Ship-or-Pay  ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობდა 1.2 მილიონი ტონა ნავთობის რკინიგზით გადაზიდვას, თუ თურქმენული ორგანიზაცია ამ მოცულობას ნავთობის მილსადენით გადაზიდავდა, მას საქართველოს რკინიგზისთვის მაინც უნდა აენაზღაურებინა გადაზიდვის მომსახურების ღირებულება. შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვალდებულება თურქმენული კომპანიის მიერ სრულად არ შესრულდა, საქართველოს რკინიგზას უნდა ანაზღაურებოდა მომსახურების სავარაუდო ღირებულება, რასაც თავის მხრივ რკინიგზა ასახავდა ფინანსურ უწყისებში". 

თურქმენულმა მხარემ დავალიანების მხოლოდ ნაწილი დაფარა და შესაბამისად აღნიშნული რკინიგზისათვის წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს, რაც ეტაპობრივად 2018 წლის ბოლოს და 2019 წლის 9 თვის ჭრილში დაექვემდებარა გაუფასურებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რკინიგზამ "მაესტროს ბიზნესს" მიაწოდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები