ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ინიციატივებს ვზომავთ იმის მიხედვით, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება - მინისტრი
24 დეკემბერი, 2019, 17:28
ინიციატივებს ვზომავთ იმის მიხედვით, რამდენი  სამუშაო ადგილი შეიქმნება - მინისტრი

თბილისი (GBC) - „მეტი დასაქმებაა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და გამოწვევა. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტროც  და სხვა სამთავრობო უწყებებიც ყველა  პროგრამას ვზომავთ იმის მიხედვით, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი  შეიქმნება,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ყველა პროგრამაში იგულისხმება კონკრეტული ამოცანა, რამდენ დასაქმებულზე  გავა და ეს პოლიტიკა უკვე მომავალ წელს ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოკუპირებული  ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პრეზენტაციასა და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო.

 ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აისახოს დამატებით სამუშაო ადგილებში, გაზრდილ შემოსავლებსა და გაუმჯობესებულ ცხოვრების პირობებში,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის პრიორიტეტული სექტორები, სადაც, სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამების ფარგლებში, ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მათ შორის არის პროექტი „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს,“ სადაც, მინიმუმ, 2000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა დაგეგმილი, ასევე წიაღის ახალი სტრატეგია, რომელიც 3000 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს, პროაქტიული საინვესტიციო პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც 3500-ზე მეტი ადამიანი შეძლებს დასაქმებას ყველაზე მაღალანაზღაურებად, მაღალტექნოლოგიურ სექტორებში.

 

„ასევე შემიძლია ვისაუბრო მეზღვაურების დასაქმების ხელშემწყობ პროგრამებზე, ტექსტილისა და სამკერვალო სექტორში დაგეგმილ ღონისძიებებზე და ზოგადად, იმ პოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც 2018 წელს ისტორიულად ყველაზე დაბალ დონეზე დაფიქსირდა უმუშევრობის მაჩვენებელი, ხოლო პირველად ისტორიაში დაქირავებულთა რიცხვმა გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას. რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს  თვითკმაყოფილების საფუძველს და აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რომ გაცილებით მეტი შედეგი მივიღოთ,“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი მინისტრმა.

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები