| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "ეს ის სექტორია, რომელიც ეკონომიკაში ყველაზე ბევრ სამუშაო ადგილს ქმნის, ჩვენი ინტერესია, საფინანსო სექტორი მზად იყოს, რომ უფრო და უფრო მეტად შეძლოს ამ სექტორის დაფინანსება.
რაც პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპები შემოვიღეთ, უკვე ვხედავთ, რაც მოსალოდნელიც იყო, რომ რესურსები ნაწილდება 2 სექტორში - კორპორატიულსა და მცირე/საშუალო ბიზნესში", - მიკროშიც განაწილების შესაძლებლობებზე განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა, რომელიც მონაწილეობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის შეხვედრის („ევროკავშირი ბიზნესისთვის საქართველოში: EIB ჯგუფი - გზა ფინანსებზე ხელმისაწვდომობიდან ინკლუზიურ ზრდამდე") დისკუსიაში - „როგორ გავზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის".
კობა გვენეტაძემ ისაუბრა საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმებზე და გამოწვევებზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ვინსენტ რეი და EIB) -ის სამეზობლო ქვეყნების ბანკების განყოფილების უფროსი მერიონ ჰონიკე.
ღონისძიება საინვესტიციო ბანკის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, მაჩიე ჩურამ გახსნა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss