| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ბინების გაყიდვის ან გაქირავების მსურველთათვის ენერგოაუდიტი 2022 წლიდან სავალდებულო გახდება. „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ამბობს, რომ ენერგოაუდიტის ჩატარება დიდ ფინანსურ დანახარჯს არ უკავშირდენა.
ვალდებულება არ ითვალისწინებს სახლებში ენერგოეფექტური ღონისძიებების ჩატარებას.
„საუბარია მხოლოდ ენერგოაუდიტის ჩატარებაზე, ენერგოაუდიტის დოკუმენტი მყიდველს ან დამქირავებელს უნდა გადაეცეს.“
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს 2023 წლიდან ახალი მშენებლობებისთვის ენერგოეფექტურობის წესების შემუშავებას.
შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს შენობის ენერგოეფექტიანობის შეფასებას და მინიმალური მოთხოვნების მნიშვნელობებს, რათა მესაკუთრემ, დამქირავებელმა თუმოიჯარემ შეძლონ შენობის ენერგოეფექტიანობის შეფასება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss