| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2019-ის ფინალური ღონისძიება
დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი
დაჯილდოება ბიზნესებისთვის 5 ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლებს. ასევე, წელს პირველად
საპატიო ჯილდო ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
გამორჩეულ ბიზნესს გადაეცემა.
გამარჯვებისთვის შემდეგი ბიზნესები
იბრძვიან:
· საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის ფაბერი, პროფი, თრიფქარს
·
საუკეთესო ინოვაციებისთვის ველი, ოპტიო ეიაი და სისიელეი
·
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისათვის ფლასთიქვოჩერ.ჯი, დადარი, ნატა ბუაჩიძის სტუდია
·
თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის მიკროგრინი,
ვანდერლენდი, ვიაიპი სეკრეტარი
·
საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის შექმნისთვის სამოსელი პირველი, ალაზნის თავი, სოფლიდან.ჯი
წელს პრიზები უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss