| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზას დანაკარგი 4.4-ჯერ გაეზარდა. წლის პირველი 9 თვეში წმინდა ფინანსური დანაკარგი 152.4 მლნ ლარია.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, სახელმწიფო კომპანიის ფინანსური დანაკარგი 34 მლნ ლარი იყო. 118.4 მილიონის ნეგატიურ სხვაობას რკინიგზის მენეჯმენტი ლარის გაუფასურებით ხსნის.
9m/2019 ანგარიშში რკინიგზა მიუთითებს რომ ლარის კურსის დოლარის მიმართ გაუფასურებას მკვეთრი გავლენა აქვს კომპანიის ფინანსურ დანაკარგებზე, რადგან რკინიგზის როგორც ტარიფები, ასევე ვალდებულებების ნაწილიც უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული.
2018 წლის ბოლოდან, 30 სექტემბრის ჩათვლით, ლარი დოლარის მიმართ 10%-ით გაუფასურდა (2.68-დან 2.96-მდე). შედეგად რკინიგზამ 125.1 მილიონი ლარის წმინდა დანაკარგი მიიღო წლის 9 თვეში.
ამასთან 2017 წლის 31 დეკემბრიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში ლარი
დოლარის მიმართ 1%-ით გაუფასურდა (2.59-დან 2.62-მდე), ამ პერიოდში რკინიგზამ
კურსის გაუფასურების გამო 10.5 მლნ ლარი დაკარგა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss