ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
პროკრედიტ ბანკს EBRD-მა 25 მლნ ევრო გამოუყო
12 დეკემბერი, 2019, 16:22
პროკრედიტ ბანკს  EBRD-მა 25 მლნ ევრო გამოუყო

თბილისი (GBC) - პროკრედიტ ბანკი, საქართველოსა  და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ბანკი 25 მლნ ევროს დაფინანსებას მიიღებს.

დაფინანსება ორ ტრანშად განხორციელდება. პირველი ტრანშის მოცულობა 15 მლნ ევროა. საკრედიტო რესურსი „მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა“ GEFF ის ფარგლებში გამოიყო და მიზნად ისახავს ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას. 

პროგრამაში მონაწილეობა შეეძლებათ, როგორც  მეწარმეებს ასევე  ფიზიკურ პირებს  და მიმართული იქნება მხოლოდ ენერგოეფექტური, განახლებადი ელექტრო ენერგიისა და გარემოსადმი მეგობრული ინიციატივების დასაფინანსებლად.

პროგრამა ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს პარტნიორობით და  მოიცავს როგორც დაფინანსებას, ასევე მომხმარებლების საჭიროებაზე მორგებულ უფასო კონსულტაციას. კვალიფიციური კონსულტანტები შეაფასებენ და რეკომენდაციას გაუწევენ პროგრამაში მონაწილე მხარეებს, თუ რა ტიპის ინვესტიცია იქნება ოპტიმალური, ენერგიისა და რესურსების დაზოგვის კუთხით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები