| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) –„ ქალის და მამაკაცის
უფლებები თანაბრად უნდა იყოს დაცული, მაგრამ არა რეგულირების მექანიზმით“ - მიიჩნევს
დავით წიკლაური- წარმატებული ბანკირი, ქალებთან
მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილებით საქართველოს
ბანკში, თიბისიში, Deutsche Bank-ში (თანმიმდევრობა მუშაობის პერიოდის მიხედვით). ასევე საპენსიო სააგენტოში, რომლის საინვესტიციო
საბჭოს წარმოადგენს სხვა წევრებთან ერთად, რომელთა შორის არც ერთია ქალი, მაგრამ
სამეთვალყურეოში 50/50 ბალანსი დაცულია თურნავა/ტიკარაძე - მაჭავარიანი/რუსო.
მისი სამუშაო ადგილების ჩამონათვალში თანასწორობის
პრინციპის დარღვევით არ მოხვდა სალიზინგო კომპანია, რომლის სამჭოს 4 მამაკაცი
წარმოადგენს. დავით წიკლაურის თქმით სამეთვალყურეო, დირექტორთა საბჭოში, მმართველობით
სხვა ნებისმიერ ორგანოში გენდერული ბალანსი
თვითრეგულირებადია. ბაზარი უკეთ აწესრიგებს, ვიდრე რეგულირების ნებისმიერი ინსტრუმენტი.
ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში 80/20%
ბალანსს სებ-ის კორპორაციული მართვის კოდექსი ითვალისწინებს:
"ბანკმა უნდა უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, რომ დაცული იყოს მოსაზრებათა მრავალფეროვნების ბალანსი. აღნიშნული გულისხმობს საბჭოს განსხვავებული უნარჩვევების, კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პირებით დაკომპლექტებას. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს min -20% (არანაკლებ 1 წევრი) უნდა შედგებოდეს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისგან",- სებ-ის კიდევ ერთი რეგულაცია ბანკის აქციონერს ქალების დაქირავებას ავალდებულებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss