| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ნათია თურნავამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეობისას 3.5 თვეში თანამდებობრივი სარგო 32 190 ლარი მიიღო.
მინისტრის ქონებრივი დეკლარაციით გამოდის, რომ მინისტრმა ეს ანაზღაურება 3 თვესა და ორი კვირის მუშაობაში აიღო. თვეში საშუალოდ ₾9 200.
თურნავა მოადგილედ 2018 წლის 14 სექტემბრიდან მინისტრად დანიშვნამდე, 2019 წლის 18 აპრილამდე მუშაობდა. დეკლარაციით კი 14.09.2018 - 31.12.2018 მინისტრის მოადგილედ მუშაობისთვის 32 190 ლარი მიიღო. მანამდე თურნავა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო. ამ თანამდებობაზე მისი ანაზღაურება 9.5 თვეში 141 750 ლარი იყო - თვეში საშუალოდ 14 900 ლარი.
თურნავამ ქონებრივი დეკლარაცია 2019
წლის ნოემბრის ბოლოს შეავსო და მასში 2018 წლის მონაცემებია ასახული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss