| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებაზე აცხადებს.
„ქვეყანას, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებით, საომარ მდგომარეობაში იყო რუსეთთან და მეზობელთან რთული პოლიტიკური ვითარება აქვს, ვფიქრობ, აუცილებელია., უნდა განვითარდეს ფოთიც, ბათუმის პორტები, დარწმუნებული ვარ, ანაკლიაც აშენდება და ანაკლია უნდა აშენდეს. ვინ შეზღუდა პორტების რაოდენობა შავ ზღვაზე. ნახეთ შავი ზღვის რუკა, ნახეთ თურქეთს რამდენი პორტი აქვს, რუმინეთს, ბულგარეთს, უკრაინას. დაისმება ალბათ კითხვა, როცა ტვირთი არ არის, რისთვის შენდება, მაგრამ ჩვენ ხომ არ უნდა ვიფიქროთ სამი, ოთხი წლის პერსპექტივაზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაზე, რომელიც მინიმუმ 10-15 წლის ვადით უნდა გაითვალოს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მიდგომებით ჩვენ შევძლებთ, ეს ინფრასტრუქტურა დავასრულოთ“ ,- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
მი თქმით, თუ 31
დეკემბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსს“ შეუჩერდება უფლებამოსილება, მაშინ
მთავრობამ საზოგადოებასა და ბიზნეს წრეებს უნდა წარუდგინოს თავისი გეგმა,
რას აკეთებს პირველი იანვრიდან.
"ვინ ააშენებს ანაკლიას, საქართველოს სახელმწიფო და სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. მე, როგორც მოქალაქე, ვამბობ, რომ უნდა აშენდეს"
ინფრასტრუქტურის მინისტრმა თქვა, რომ პროცესი უსასრულოდ ვერ გადავადდება.
(საზოგადოებრივი მაუწყებელი)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss