ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
“ქართული ჰოსპიტალების ჯგუფმა“ GPI-სგან "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკები იყიდა
4 დეკემბერი, 2019, 14:47
“ქართული ჰოსპიტალების ჯგუფმა“ GPI-სგან ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკები  იყიდა

თბილისი (GBC) -  “ქართული ჰოსპიტალების ჯგუფი“    სამედიცინო სფეროში  აქტივების  გაფართოებას იწყებს.  ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ „ჯი პი აი ჰოლდინგის“ შვილობილი  „ჯეო ჰოსპიტალსის“  კლინიკების (17) ქსელი  შეიძინა  და  100 % წილის  მფლობელი გახდა.


 დღეს  ქართული  ჯანდაცვის  სისტემის რეფორმების ფონზე   მზად ვართ    ჩვენი ბიზნეს გამოცდილება  სწორედ     საქართველოში არსებული ერთ- ერთი  უმსხვილესი  კლინიკების ქსელის განვითარებას  მოვახმაროთ და ისე წარვსდგეთ ახალი  გამოწვევების, მომხარებელთა  მაღალი  მოთხოვნების წინაშე.


გადამწყვეტი იყო  ჩვენთვის „ჯეო ჰოსპიტალსის“     ექიმთა გუნდის,  გამოცდილება და პროფესიონალიზმი, ბირთვი რომელიც წარმოდგენილია   რეგიონულ კლინიკებში,  გამოირჩევა მაღალი კონკურენტუნარიანობით, შესაბამისად, ახალი მენეჯმენტი, პირველ რიგში სწორედ   გუნდთან  ერთად კონსულტაციებისა და ინტერსიური შეხვედრების რეჟიმში, განიხილავს სამომავლო სამოქმედო სტრატეგიას. ასევე, ჩვენი მიზანია  მედ პერსონალის   პროფესიული დონის ამაღლება და სხვადასხვა ახალი მაღალკვალიფიციური  სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის გაჩენა რეგიონებში.  

 

ახალი მენეჯმენტის სამომავლო გეგმებში  გათვალისწინებულია  სამედიცინო-საგანმანათლებლო  ცენტრის შექმნა, უფრო მობილური  რომ იყოს სამედიცინო სიახლეების  მიღება და შემდეგ „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეგიონებში განთავსებული კლინიკების მედპერსონალისათვის  მიწოდება .


სტრატეგიული  განვითარების  გეგმაში   გათვალისწინებულია   „ჯეო ჰოსპიტალსის‘’ ინფრასტუქტურის   განახლება, გადაირაღება და     უახლესი ტექნოლოგიებით   აღჭურვა. რაშიც    „ქართული  ჰოსპიტალების  ჯგუფი“ მოცულობითი ინვესტიციების  განხორციელებას გეგმავს.  ახალი მენეჯმენტი და  ძველი  გუნდი შეძლებენ რეგიონში  მაღალი სტანტარტების   დამკვიდრებას და  მაქსიმალურად ორიენტირებული  იქნებიან პაციენტებს ადგილზევე  გაუწიონ მაღალი  ხარისხის   მომსახურეობა.  


კომპანია  “ქართული ჰოსპიტალების ჯგუფის“  სამეთვალყურეო საბჭოს ნინო კობახიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამ პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია ,,Global Benefits Georgia“ გენერალური დირექტორის პოზიციიდან  სამეთვალყურეო საბჭოში,  თავჯდომარის მოადგილის სტატუსით გადაინაცვლებს.

 


 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები