ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საჯარო მოხელეთა 80% ამაყობს თავისი საქმიანობით - UNDP-ის კვლევა
4 დეკემბერი, 2019, 12:05
საჯარო მოხელეთა 80% ამაყობს თავისი საქმიანობით - UNDP-ის კვლევა

თბილისი (GBC) - საზოგადოების ნდობა საჯარო სამსახურის მიმართ კვლავ მაღალია, 67%, თუმცა 2016 წელთან  შედარებით 4%-იანი კლება შეინიშნება, - ამის შესახებ საუბარია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ბრიტანეთის საელჩოს მიერ ჩატარებულ კვლევაში.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2,400 საქართველოს მოქალაქე და 571 საჯარო მოხელე.

კვლევის მიხედვით, საჯარო მოხელეთა 80% ამაყობს თავისი საქმიანობით და ეს მონაცემი 2016 წლის შემდეგ პრაქტიკულად არ შეცვლილა.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე შემცირდა საზოგადოების ნდობა საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის მიმართ. მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჯარო სამსახურში პროფესიონალები მუშაობენ შემცირდა 74%-დან 2016 წელს 58%-მდე 2019 წელს.

გამოკითხულ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პოლიტიკური დაკვეთითაა განპირობებული გაიზარდა 34%-დან 2016 წელს 56%-მდე 2019 წელს.

2016 წელთან შედარებით იკლო იმ საჯარო მოხელეთა რაოდენობამ, რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოებრივ ინტერესს  ემსახურება - 67% 2016 წელს, 59% 2019 წელს.

გამოკითხულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჯარო სამსახურში პროფესიონალები მუშაობენ, შემცირდა 50%-დან 41%-მდე.

კვლევაში ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია აქვს სახელმწიფო მმართველობის რეფორმაზე და ღია მმართველობაზე (შესაბამისად, 38% და 22%), თუმცა მოქალაქეები დადებითად აფასებენ სახელმწიფო სერვისების ხარისხს.

გამოკითხულ მოქალაქეთა 75%-ს აქვს ელექტრონული ID ბარათი, მაგრამ 84%-ს არასდროს გამოუყენებია ის ელექტრონული სერვისის მისაღებად.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები